aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

aviabiletebi
ავიაბილეთები

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონსტიტუციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

“სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

სტერასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში შიდა სასამართლოებმა ოთხი სადავო გეგმიდან სამი გადაწყვეტილება დააკავშირეს სხვისი რელიგიური უფლებების დაცვასთან და მისგან წარმოშობილ ეთიკურ მოსაზრებებთან. რაც შეეხება მეოთხე დიზაინს, რომელიც ისტორიულ მოვლენას ეხებოდა და გვირგვინს გამოსახავდა, შიდა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სადავო ნიმუში შეეხო “ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს” ამ მხრივ, როგორც ჩანს, მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ უკანასკნელის გამოყენების აკრძალვა საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის მიზანს ემსახურებოდა. კონვენციის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის მიზნებისათვის ზნეობის ცნების შესახებ ევროპული კონსენსუსის არარსებობის გათვალისწინებით,  სასამართლო მზად არის დაეთანხმოს, რომ ოთხივე დიზაინში ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა კონვენციის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

იტვირთბა....