aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე ალტ-ინფოს გადაცემაში მონაწილეობაზე: სადაც ვიყავი ჟურნალისტები არიან, ვინ ამიკრძალავს?

მე არსად არ მივსულვარ, დამირეკეს და ჩავერთე სახლიდან [ალტ-ინფოს]. ვინ ამიკრძალა ვინმეს რომ ველაპარაკო. მე ყველას ველაპარაკები ვინც დამირეკავს, ჩემი აზრის დაფიქსირებას სადაც მოვახერხებ, იქ ვიტყვი. მე იმ გადაცემაში ვლაპარაკობ, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, არც ერთი ჟურნალისტის, მასწავლებლის, მძღოლის, პარლამენტარის ხელის შეშლა არ შეიძლება, ყველგან ვლაპარაკობ, რა პლატფორმაც მექნება. მე ბულინგის მსხვერპლი ვერ გავხდები – ჩემს აზრს ვაფიქსირებ პარლამენტიდანაც და ჟურნალისტთანაც, ვინ ამიკრძალავს? სადაც მე ვიყავი ჟურნალისტები არიან და ვინც ახლა ეგ ინფორმაცია გაავრცელა, ისინი პოლიტიკური პარტია არიან. ჟურნალისტი, რომელიც ტრიბუნაზე დადგება და იძახის მთავრობა გადადგესო, ჟურნალისტმა ეს არ უნდა თქვას. ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს, თქვას. ის, რომ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, ის ჟურნალისტია? მე ჟურნალისტთან ყველასთან მივალ. ჟურნალისტს აქვს უფლება, პარტიას მხარი დაუჭიროს, მაგრამ თუ თავად ხდება პოლიტიკური მოღვაწე, ის არის უკვე პოლიტიკოსი და როდესაც არჩეული პირი გახდება, პარლამენტში ვუპასუხებ
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა მეტრონომთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ. კახაძე დღეს 21 ივლისს ტელეკომპანია ალტ-ინფოში ერთერთი გადაცემის რესპოდენტი იყო – ის ჟურნალისტს სახლიდან ჩაერთო. ალტ-ინფოს წარმომადგენლები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ. 5 ივლისს, როდესაც ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, ალტ-ინფოს წარმომადგენლები ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდნენ. აქციიდან 11 დღის შემდეგ ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი – შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ პროტესტის მიუხედავად, ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

იტვირთბა....