ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: საქართველოში ბრენდულ ვაქცინას ელოდებიან, მე ასტრაზენეკათი ვარ აცრილი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის, თქმით საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა კი ამბობს, რომ ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან.

“ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა. საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან.

ძალიან გვიხაროდა გუშინწინ 12 000 ადამიანი რომ აიცრა. სისტემას შეუძლია ამის ატანა, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება რაღაც ბრენდულ ვაქცინას.

მე ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე “ასტრაზენეკათი” ვარ აცრილი.

მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამითი კი არ ავიცრები, იმითი ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან”,- ამბობს იმნაძე.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

ნანა ნებიერიძე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ!

ხორვატიის მოქალაქეები ამერიკაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

გრიგოლია: დიდ ძმას არ სძინავს, დიდი ძმა გვისმენს, სრული საგიჟეთია ქვეყანაში

IRI: გამოკითხული 64%-ისთვის ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

IRI-ის კვლევით გამოკითხულთა 51% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, 39% – არა