ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი მელია იქნება

კვირის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, კანდიდატის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან მათ შორის, ზოგად პლატფორმაზე. დიდი იმედი მაქვს, მეც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საზოგადოებას, რომელიც ელოდება ამ კამპანიის დაწყებას, რომ ეს იქნება ნამდვილად გამარჯვების ფორმულა. ამ ყველაფერს სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ”,- ამბობს დეკანოიძე.

კონსულტაციები დაწყებულია საკრებულოს თავმჯდომარის და ვიცე-მერის თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენადაც, რაზეც ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე მოიაზრებიან. ამის შესახებ ფორმულა წერს.

თავად გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გაცხადებული აქვს რომ მერობის კანდიდატობა სურს, შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, მოხსნის თუ არა ის მის კანდიდატურას მელიას სასარგებლოდ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

ნანა ნებიერიძე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ!

ხორვატიის მოქალაქეები ამერიკაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

გრიგოლია: დიდ ძმას არ სძინავს, დიდი ძმა გვისმენს, სრული საგიჟეთია ქვეყანაში

IRI: გამოკითხული 64%-ისთვის ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

IRI-ის კვლევით გამოკითხულთა 51% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, 39% – არა