aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე ჟურნალისტებზე: არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოქმედმა მერმა და ახლა უკვე ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 5 ივლისის ამბები გაიხსენბა, და თქვა რომ მიუღებელია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ფსიქოლოგიურად არანაკლებ ძალადობენ პოლიტიკოსებზე.

ამის შესახბე კალაძემ მაშინ განაცხადა როდესაც ოცნებამ თვილისის მერობის კანდიდატად კვლავ დაასახელა.

“მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, 5 ივლისს განვითარდა. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა”,- ამბობს კალაძე.

მისივე შეფასებით, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

“არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა”,- ამბობს კალაძე.

იტვირთბა....