aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძეს კონკურენციას გაუწევს

ორი თვეა, კახა კალაძეს წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. მართალია, კახა კალაძე გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ ჯერ ჩანს, რომ წლებია, მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, კალაძეს ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხით. ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდატს ვერ ვხედავ, ზოგიერთი თითს იწევს, რომ მერობა უნდა, მაგრამ ვერ ვხედავ გამოკვეთილს. საერთო კანდიდატზე საუბარს არ ვაპირებთ, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი ოპოზიცია ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა, ჩვენთვის ყური დაეგდოთ, რადგან სწორ რამეს ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და იყოს აზელილ-დაზელილი ოპოზიცია. ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს
aviabiletebi
ავიაბილეთები

აცხადებს მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

იტვირთბა....