aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვიცე-მერმა იძულებით მომაწერინა ხელი თანამდებობის დატოვებაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ლექვინაძეს სასამართლოში უჩივიან, ის კი ამტკიცებს რომ ტყუილებს უვრცელებენ

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ლექვინაძის წინაღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

„30 ნოემბერს დამიბარეს თბილისის მერიაში. შევხვდი დედაქალაქის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს და მან ზეწოლითა და იძულებით მომაწერინა ხელი ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაზე. ლექვინაძე ჩემი კარიერისა და პიროვნების განადგურებით მემუქრებოდა“. – აცხადებს გოცაძე.

 როგორც ნინო გოცაძის ადვოკატი როინ ხიჯაკაძე განმარტავს, მათი მთავარი მიზანია ნინო გოცაძე დაბრუნდეს ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი ლექვინაძემ დატოვოს თბილისის მერის მაოდგილის თანამდებობა.

„ირაკლი ლექვინაძის ქმედება, რომელიც მან განახორციელა თავის საკურატორო სფეროში შემავალ ორგანიზაციაში, შეიცავს არამარტო საჯარო მოხელის მიერ სამართლებრივი რეგულირების ფარგლების გადაცილებას, არამედ იგი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.  მან უკანონო გზებით, უკანონო მიზნების მიღწევისათვის, აიძულა საჯარო მოხელე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა პირადი განცხადებით.

ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ქალბატონი ნინო ბოტანიკური ბაღის დირექტორად და ირაკლი ლექვინაძემ დატოვოს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა”. – ამბობს ხირჯაკაძე.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა ლექვინაძეს. მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც ვიცე-მერმა გვითხრა,  პრესასთან მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოამდგენლების მეშვეობით ურთიერთობს.

გთავზობთ ქართველი ჩინოვნიკის პრესასმსახურის მიერ მოწვდილ კომენტარს.

„ნინო გოცაძის თანამდებობიდან გათავისუფლება სამართლებრივი პროცედურების დაცვით განხორციელდა. კარგია, რომ ის სასამართლოს გზით აპირებს დავას, და სასამართლო დაადგენს ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლეს, რადგან მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ მასზე იყო მუქარა და ზეწოლა, სრული სიცრუეა“.-აცხადებს ლექვინაძე.

იტვირთბა....