aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის მოადგილე: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ლაშქარავას სხეულში ლეტალობისთვის საკმარისი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა იყო

კონკრეტულად რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, იყო თუ არა ეს ზედოზირების შედეგი, თუ იყო სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ექსპერტიზა გრძელდება ჯერ არ დასრულებულა, სრული სურათი გვექნება, როდესაც საბოლოო დასკვნა დაიწერება, თუმცა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ მის სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 11 ივლისს ტელეკომპანია TV პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ტელეკომპანია იმედის ეთერში. 5 ივლისს ლაშქარავას ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარი კრიმინალურმა პოლიციამ ექსპერტიზაზე ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად გაიტაცა. ამის შემდეგ, შსს-ში განაცხადეს, რომ “შუალედური დასკვნით”, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება იყო.

იტვირთბა....