aviabiletebi
სოციალური ქსელი ციტატა

ქადაგიძე: დღეს მივდივარ აქციაზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ

თითოეულმა პატიოსანმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ. ზიზღზე, ტყუილზე, ქაოსზე, რადიკალურ და მოძალადე ჯგუფებზე კაპიტალიზაციის მცდელობა, შედეგად კი არასტაბილურობა, უიმედობა და სიღარიბე- ასე გამოიყურება 21 საუკუნის რუსული ომი. ამასთან შედარებით, ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია! მე მივდივარ დღეს რუსთაველზე 18:00 საათზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ
წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. დღეს 18:00 საათზე პარლამენტის წინ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენლების ორგანიზებით აქცია გაიმართება.
იტვირთბა....