aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სანაია: მახარაძისა და მორგოშიას დანაშაული კადრებში ჩანს, მთავარი სისხლის სამართლის დამნაშავე პრემიერია

ხელისუფლება ქმნის ფონს, ვითომ დაიწყო რეაგირება. რა სახლების ჩხრეკაზეა საუბარი, როდესაც 10 დღეა იმ მოვლენებიდან გასული, სად იყვნენ აქამდე? ეს ფარსია. ვითხოვთ, რომ ისინი იყვნენ დაკავებულები იმიტომ, რომ მახარაძისა და მორგოშიას დანაშაული კადრებში ჩანს და არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და ყველანი ისინი ვინც ლექსოს უსწორდებოდნენ, ჩანს კადრებში და ყველა უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეს ბარტყების გადმოყრა არ უშველის. რა თქმა უნდა, ესენი ყველანი უნდა დაისაჯონ, მაგრამ პასუხი უნდა აგოს ასევე პრემიერმა, რომელიც მთავარი სისხლის სამართლის დამნაშავეა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....