aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ODIHR-ის ანგარიში: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი წარიმართება ხარვეზებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, მიუხედავად პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებულმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

”მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა ფუნდამენტურია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ყველა ქვეყანაში. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად” – თქვა ODIHR- ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ.

შუალედური ანგარიშში საუბარია წარდგენის პროცესის ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებულ სუსტ მხარეებსა და ნაკლოვანებებზე. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.

ODIHR-ის ცნობით, მოსმენები გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, ამ წლის დასაწყისში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად. შეფასების შენიშვნები ეხება როგორც პროცედურების ეფექტურობას, ასევე თანაბარ მოპყრობას, რომელიც წარმოიშვა წარდგენის პროცესში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას, ODIHR– მა ასევე დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი დარღვევები, რამაც შეიძლება შეარყოს როგორც სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე საზოგადოების ნდობა.

 

იტვირთბა....