ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გომელაური: ბადრი ესებუა საქართველოშია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, თქმით ბადრი ესებუა საქართველოშია და მას ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია.

“ხუმრობა იქეთ იყოს და ვმუშაობთ ამ საკითხზე. შსს- ს ღირსების თემაა ეს საკითხი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლიათ, გითხრათ, რომ არ დაუტოვებია ქვეყანა და ის სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება”,- ამბობს გომელაური.

238 დღეა, ბადრი ესებუას ეძებენ.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მამაკაცი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო.  შსს-მ ამ დრომდე ვერ მიაგნო მის კვალს.

შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს შეკითხვით,  თუ როდის მოახერხებდა უწყება ესებუას დაკავებას. ერთ-ერთი ბოლო განცხადება აღნიშნულ საკითხზე გომელაურმა 5 მაისს გააკეთა.

“დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალ და რამდენიმე წუთში, ალბათ, დაკავებული იქნება. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება, 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა, რომ დავაკავოთ”, – უთხრა ძალოვანი უწყების პირველმა პირმა მედიის წარმომადგენლებს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

(ვიდეო) ნაციონალების დ**ას …. – მოქალაქე დეკანოიძესთან მივიდა და ენმ-ს აგინა

თბილისში მედიამენეჯერების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

ვაშაძე მელიასა და ხოშტარიაზე: წარმატებებს ვუსურვებ მათ, უბრალოდ, განსხვავებული გზა გვაქვს

დეგნანი – „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

გამოვლინდა ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

ღარიბაშვილი: ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერი საქართველოშია, მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, მადლობა ამერიკელ ხალხს