aviabiletebi
მთავარი ციტატა

ბუღაძე: არ მიკვირს, რომ რობერტ სტურუა მოსკოვის კონტექსტში თავს ბუნებრივად გრძნობს

ვფიქრობ, თეატრის მიმართ ყოველთვის არის განსაკუთრებული პრეტენზია და მოლოდინი, რომ ის იყოს ძალიან მკაფიო თავის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში. მით უმეტეს, რომ რუსთაველის თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი აქვს. იმ ფესტივალზე მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის რეჟიმთან ბიუჯეტით უპირველეს ყოვლისა, მინიმუმ საქართველოს მიმართ ძალიან არაადეკვატურია ჟესტია, რომელიც ამ თეატრის მხრიდან არის გამოხატული. ასე თქმა, რომ კულტურის წარმომადგენლებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, ეს არის სიცრუე. თეატრი ყოველთვის იყო პოლიტიკური, რუსთაველის თეატრიც ყოველთვის პოლიტიკური იყო და ყოველთვის რეაგირებდა პოლიტიკურ თემებზე. თუმცა, დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ზოგადად, არ მიკვირს, რომ ის ბუნებრივად გრძნობს თავს მოსკოვის კონტექსტში
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა მეტრონომთან საუბრისას მწერალმა ლაშა ბუღაძემ. რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე გამართავს სპექტაკლს.

იტვირთბა....