პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყნის გადატრიალებას გეგმავდა, ქართველი ექსპერტი ზაალ ანაჯაფარიძე აფასებს და სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ “ქ/ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებულ ჯგუფებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში.
ვფიქრობ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანებით, რადგანაც ამ სტრუქტურებში მათი ყოფნა არათუ პოტენციურ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. დასტურდება, რომ იმ დღეებში სააკაშვილი იმყოფებოდა თურქეთში ჩვენს საზღვართან ახლოს”, – წერს ანჯაფარიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თებერვალში გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივად შეთქმულებას აწყობდნენ.