თბილისში, ექსპო ჯორჯიასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
“არ შეგარჩენთ 20 ივნისს” – აღნიშნული ლოზუნგით აქციის მონაწილეები ყოფილ პრემიერმინისტს, გიორგი გახარიას მიმართავენ.
მოძრაობა შეცვალეს წარმომადგენლის, ნიკა ფარულავას განცხადებით, გახარია ვერ იქნება იქ, სადაც არიან პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური ადამიანები, რადგან ყოფილი პრემიერმინისტრი რუსული პროექტია.
“20 ივნისი აჩრდილივით სულ მასთან იქნება. დღეს ჩვენ აქ მოვიტანეთ გიორგი გახარიას ცნობილი დანაშაულები – ანაკლიის პორტი, ია კერზაიას საქმე, ბასიანის დარბევა და რაც ყველაზე მთავარია, 20 ივნისის საქმე. გიორგი გახარია მაშინაც და ახლაც ისტორიის არასწორ მხარეს იდგა”, – უთხრა მთავარ არხს ფარულავამ.
მთავრობის ყოფილი მეთაური ექსპო ჯორჯიაში დღეს პარტიის პრეზენტაციას გეგმავს.