ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი, ვირუსის საწყის შტამთან შედარებით, 15-%დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია.
როგორ კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს უთხრა, დაახლოებით, იგივე მაჩვენებელი აქვს ბრიტანულ შტამსაც, რომელიც საქართველოში დომინანტურია.
“ინდური ვარიანტი აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე საწყისი შტამი კორონავირუსის. დაახლოებით, ეს არის იგივე ფარგალი, რაც ბრიტანული შტამი, რაც დღეს ჩვენთან დომუნანტურია. შესაბამისად, აქ გადაცემის სიხშირისა და სისწრაფის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა”, – აცხადებს კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, მინიშნება, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს.
“რაც შეეხება თუ რას გვანახებს თვითონ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არავითარი მინიშნება, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”, – აცხადებს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.