საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.
ამის შესახებ აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს”, – ნათქვამია აბაშიშვილის განცხადებაში.
გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გეგმავს.