ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთში კორონავირუსით 61 წლის ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

სურმანიძე, რომელიც  COVID-19-ზე აცრილი არ იყო, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 10 მაისიდან მკურნალობდა.

„მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – აცხადებენ კლინიკაში.

ნაირა სურმანიძე კლინიკა ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა.

 

იტვირთბა....