ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: გახარიას ირგვლივ რეიტინგულ გუნდს ჯერ ვერ ვხედავ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მომავალი პარტიის დაგეგმილ პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს წარმატების მისაღწევად ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს და ამისთვის, რეიტინგული გუნდი დასჭირდება.

წულუკიანი ამბობს, რომ ასეთ გუნდს გახარიას გარშემო ჯერ ვერ ხედავს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ აქვს დაგეგმილი.

იტვირთბა....