[su_quote] ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულმა საპარლამენტო პროცესმა, მე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრს, კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არსერიოზული ადამიანი, როლებმაც ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში გარედან, ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და ალბათ, წაკითხულიც არ ჰქონდათ, ისე და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ამნისტიის იდეა არ მოსწონთ… ბავშვმაც კი იცის, რომ ხელს რაღაცას აწერს, წინასწარ უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როდესაც პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.