პოლიციამ, მედიაჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული ა.ქ. თბილისში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსის” ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს – 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.