aviabiletebi
საზოგადოება

ზოდიაქოს რომელი ნიშანი დაოჯახდება და რომელი დაკარგავს სიყვარულს 2016 წელს?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვერძი

ზოდიაქოს ეს ნიშანი 2016 წელს პირად ცხოვრებაში სიახლეებს უნდა ელოდოს. თუ უკვე შეყვარებულია, ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. მეტად ვნებიანი თავგადასავლები ელის ამ ნიშანს. მარტხოელა ნიშნების უმეტესობა წლის ბოლომდე პარტნიორს იპოვის.

კურო

მაიმუნის წელი ამ ნიშანს სიყვარულის პოვნას იმ წრეში ჰპირდება, სადაც ტრიალებს. უკვე ქორწინებაში მყოფმა ამ ნიშანმა კი უნდა გააძლიეროს თავისი გრძნობა პარტნიორის მიმართ. წლის ბოლოს კუროს ქორწინება უფრო მყარი გახდება. მარტოხელა კუროებმა კი უნდა სცადონ წლის მეორე ნახევრამდე იპოვონ თავიანთი სიყვარული, რადგან სწორედ ეს პერიოდი, წლის პირველი ნახევარი კუროებს შანს აძლევს ბოლომდე წარმოაჩინონ თავიანთი მომხიბვლელობა.

ტყუპები

2016 წელი საკმაოდ საინტერესოა ტყუპებისთვის, მეორე მხრივ-საფრთხილო. ამ წელს მათ პირად ცხოვრებაში რყევებია მოსალოდნელი. ტყუპები სუსტ ურთიერთობებს დაკარგავენ. სამაგიეროდ ახალს მალევე, წელსვე იპოვნიან.

კირჩხიბი

კირჩხიბებსაც 2016 წელს პირად ცხოვრებაში სიფრთხილე მოუწევთ, განსაკუთრებით, წლის პირველ ნახევარში. მარტსა და ივნისში შეყვარებული კირჩხიბები შესაძლოა დაცილდნენ კიდეც პარტნიორს. თუმცა, წლის მეორე ნახევარში სიტუაცია დასტაბილურდება. ასტროლოგები ამ ნიშანს პირად ურთიერთობებში 2016 წელს მოთმინებას ურჩევენ.

ლომი

მარტოხელა ლომებს 2016 წელს ბევრი შანსი მიეცემათ, რომ სასურველი პარტნიორი იპოვონ. სერიოზული ურთიერთობების დაწყება უფრო მეტად შესაძლებელია აგვისტოსა და ნოემბრის თვეში. ეს თვეები ასევე კარგია დაოჯახებული ლომებისთვის, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდაზე იფიქრონ.

ქალწული

ამ ნიშნებისთვის 2016 წლის პირველი ნახევარი დატვირთული იქნება სასიყვარულო ურთიერთობებით და  გართობით. პარტნიორთან უთანხმოება ქალწულებმა ორმხრივი დისკუსიით უნდა გადაწყვიტონ. უკვე დაწყვილებულ ქალწულებს შეუნარჩუნდებათ ჰარმონიული ურთიერთობები. მარტოხელა ქალწულებმა ოჯახურ თანაცხოვრებაზე შეთანხმება ორმხრივი აქტიურობით უნდა მიიღონ.

სასწორი

ეს წელი სასწორებისთვის პირადი ცხოვრების მხრივ წარმატებული იქნება. ეს ნიშნები თავიანთი ვნებით და მომხიბვლელობით პარტნიორის მოზიდვას შეძლებენ. სექტემბერი სასწორებისთვის იდეალური თვეა ახალი ურთიერთობები წამოიწყონ. არასტაბილური ურთიერთობებიდან სასწორების ნაწილი მათ დაასრულებს. სასწორების ემოციური მდგომარეობა ოქტომბრის მერე გაუმჯობესდება და გამოიწვევს უფრო ძლიერი გრძნობის დაწყებას. დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ამ წელიწადს ორსულობა დაგეგმონ.

მორიელი

ამ ნიშნების პირად ცხოვრებაში ცვლილებები იქნება თებერვლისა და მაისის თვეში. მორიელმა ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. წლის მეორე ნახევარში ეს ნიშანი მომთმენი უნდა იყოს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მშვილდოსანი

2016 წელი მშვილდოსნისთვის მღელვარე სასიყვარულო ურთიერთობებს შეიცავს. ეს ნიშანი უნდა შეეცადოს მოთოკოს თავი და დამახასიათებელი ლიდერობა და დომინანტობა პარტნიორის მიმართ პირად ურთიერთობებში  არ გამოავლინოს.

თხის რქა

მაიმუნის წელი თხის რქას პირად ურთიერთობებში წახალისებას ჰპირდება. ამ სფეროში მოვლენები წლის პირველ ნახევარში თქვენი ძალისხმევის გარეშე განვითარდება. თხის რქები უბრალოდ უნდა მიყვნენ მოვლენებს და იყვნენ ბედნიერები.

მერწყული

ეს წელი მერწყულისთვის გამორჩეულია პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ეს ნიშანი პირველ ადგილზე გრძნობას დააყენებს 2016 წელს. დაოჯახებულ მერწყულებს ურთიერთობა უფრო გაუღრმავდებათ, დასაოჯახებლებს პარტნიორი გამოუჩნდებათ.

თევზები

ამ ნიშნებისთვის პირად ცხოვრებაში აქამდე არსებული ყველა პრობლემა 2016 წელს გაქრება. მარტოხელა თევზები ივნისიდან იპოვნიან მეორე ნახევრებს. ყოფილმა პარტიორმა ამ ნიშნებს შესაძლოა ხელი შეუშალოს სექტემბრის და ნოემბრის თვეში, მაგრამ თევზები თუ კონცენტრაციას ახალ სიყვარულზე მოახერხებენ, გრძნობას შეინარჩუნებენ. დაქორწინებული თევზებისთვის სასიამოვნო პირადი ცხოვრების პერიოდი დგება.

იტვირთბა....