ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი ხვალ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს.
როგორც გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საპროტესტო აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში ჩავლენ და კომპანია ენკას მიერ წარმოებული მშენებლობის პროცესს ხელს შეუშლიან.
“ხვალ, ვაპირებთ, გადავინაცვლოთ რიონის ხეობაში და ენკას წარმოებულ მშენებლობას ადგილზე შევუშალოთ ხელი. ხვალ 16:00 საათზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და დავიძვრებით მერე რიონის ხეობაში”, – განაცხადა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს.