ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ხელისუფლება გამოვავლინეთ საკუთარ უკანონო ქმედებებში

[su_quote]მხილებულ იქნა პირდაპირ ხელისუფლება და ის სახელისუფლებო ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ პროცესებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ თვითონ გამოააშკარავეს თავიანთი თავი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კონსპირაციებს ვავითარებთ. გვაბრალებენ არაერთი მედიასაშუალებიდან, რომ ეს პროცესები მართულია, ხომ ცხადყოფს თავად იუსტიციის სამინისტროს დასკვნები, ხელშეკრულება, მთელი ეს შეფასებითი ნაწილი, რომ მათ თვითონ გამოავლინეს თავიანთი თავი. უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო აქტივბობა ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავიწყეთ სწორი პოზიციონირება საკითხებზე და ხელისუფლება გამოვავლინეთ საკუთარ უკანონო ქმედებებში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი[/su_quote]

აღნიშნული განცხადება ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე მთის ამბების მიერ მოპოვებული იუსტიციის სამინისტროს უარყოფით დასკვნაზე გააკეთა.

 

იტვირთბა....