9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა, პირდაპირ ფრენებს კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით განახორციელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
“ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს”, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.