უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
ამის შესახებ განცხადება საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.
“კომენდანტის საათის მოხსნა-არმოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული”, – განაცადა ღიბრაძემ.
მისი თქმით, ძალაში რჩება ასევე შეზღუდვები სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებთან, მათ შორის, ქორწილთან, ქელეხსა და ბანკეტთან დაკავშირებით.