ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია ნამახვანზე: მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, არ შეუერთდეს ამ პროტესტს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეების საპროტესტო აქციას ეხმაურება და მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ პროტესტს.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ აღნიშნა, პროტესტის მთავარი გზავნილი უცხოური ინვესტიციების, კერძო საკუთრებისა და უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

“ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი, ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვთ სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები თბილისში მესამე დღეა იმართება.

იტვირთბა....