დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, დაახლოებით, 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, 117 000 ადამიანია აცრილი.
“მარაგი გვინდა გამოყენებული იყოს მაის-ივნისში. დღიური მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ 6 000-მდე”, – განაცხადა გამყრელიძემ.