26 მაისს დაგეგმილ აღლუმთან დაკავშირებით, რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ეხმაურება და ამბობს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები ცდილობენ, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ჩაშლას.
“ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, რომ ვერ გააკეთებენ აქციას ეს ცალკე საქმეა, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში. ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით ნუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების სურვილი, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს”, – უთხრა ჟურნალისტებს სუბარმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 მაისს ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ 26 მაისს, არა აღლუმზე, არამედ მათ საპროტესტო აქციაზე მივიდეს.