ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვასაძე ნამახვანზე: ხვალ წარმოვადგენ ხედვას, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია

ერთობა რაობა იმედის დამფუძნებელი ლევან ვასაძე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ვითარება ნამახვანთან დაკავშირებით.

როგორც ვასაძემ ქართული არხის ეთერში განაცხადა, ვალდებულია, საზოგადოებას პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

“ჩვენ ხვალ მარიოტში მოვაწყობთ პრესკონფერენციას. მე მგონი 15:00 საათზეა დანიშნული და იმ პრესკონფერენციაზე, ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრების ნაწილი წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას. ახლა არ მინდა შევიდე ამ დეტალებში, რომ წინასწარ არ გავამხილო, როგორ უნდა განიმუხტოს ეს სიტუაცია ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჭრილში. მე შევედი საჯარო სივრცეში და უკვე ვალდებული ვარ, რომ საჯარო, ლეგიტიმური და პოლიტიკური გადაწყვეტილებები შევთავაზო საზოგადოებას… ხვალ მე წარმოვადგენ გეგმას პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როგორ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის დარეგულირება”, – განაცხადა ვასაძემ.

 

იტვირთბა....