ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰარცელი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე: მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ელჩს მიაჩნია, რომ სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე მხარებმა პოზიცია უნდა გააჟღერონ და პროცესში ჩაერთონ.

“მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ. შექმნან ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა მხარე საკუთარ პოზიციას გააჟღერებს და ჩაერთვება პროცესში. ასეთი საკითხების გამჭირვალობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.  ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული”, – აცხადებს ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ორი დღეა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....