საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, “შეშფოთებულ ადამიანებს” გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ.
დეგნანმა საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ენერგოდამოუკიდებლობასაც გაუსვა ხაზი.
“მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც შეშფოთებულები არიან; მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა იღებს დროს, რომ მათ მოუსმინოს, რათა გამოსავალს მიაღწიოს. მთავრობამ უნდა მოახდინოს ამ რთული საკითხის დაბალანსება; მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოებზე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველო დამოკიდებულია რუსეთის ელექტროენერგიაზე. მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ ელექტროენერგიაზე მაღალი გადასახადის გადახდა. ეს რთული საკითხია, მაგრამ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობამ მოსახლეობას მოუსმინოს”, – აცხადებს დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში მეორე დღეა აქციას მართავენ.