ნამხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.
როგორც ცოტა ხნის წინ, მშენებლობის საპროტესტო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, გამზირი არ გაიხსნება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
“ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარგვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნერივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები… დავიძრათ და დავკეტოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია”, – განაცხადა გოლეთიანმა.
თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.