კომენდანტის საათის გადაწევის შემდეგ კინოთეატრები საღამოს სეანსებს ამატებენ. კავეას ინფორმაციით, ბოლო ორი სეანსი 19:00 და 20:00 სთ-ზე გავა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა.
- დღეიდან კომენდანტის საათი შეიცვალა და ღამის 11-დან 5 საათამდე იმოქმედებს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რაც უწყებებსა თუ პირებს ჰქონდათ მანამდე და თავიდან ამ უფლების მოპოვება არ დასჭირდებათ.
- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც მიიღებენ სტუმრებს, მაგრამ მხოლოდ ღია სივრცეში.
კომენდანტის საათის გადაწევასთან ერთად შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკიც.
როგორც თბილისის მერიაში მეტრონომს განუცხადეს, მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის სათი შეიცვალა და ღამის 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.