aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მელაშვილი ღარიბაშვილზე: მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებიც არსებობს, საფუძველს არის მოკლებული.

მელაშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, სასამართლოს რა ჩვენებას მისცემს.

“ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები… მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს. თავდაცვის მინისტრი, როდესაც იყო, მაშინ იყო ეს საქმე წამოწეული – მისი მხრიდან იყო ინიცირებული და შესაბამისად, ალბათ, ექნება სათქმელი – რატომ, რისთვის, რის საფუძველზე. ჩვენ გვაინტერესებს, რა საფუძველი აქვს ამ ბრალდებებს. ბრალდებები, რაც ახლა დევს, ნაკლები საფუძველის მატარებელია”, – უთხრა ჟურნალისტებს ივერი მელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. პროცესს საქმეზე ბრალდებული კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დაესწრებიან.

მელაშვილი და ილიჩოვა, 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე, სასამართლომ 28 იანვარს გაათავისუფლა.

იტვირთბა....