aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

პაპუაშვილი: ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას – შემდეგ ის გადაწყვეტს, უნდა წასვლა თუ არა

იმედი მაქვს, ამ მოწოდებას ჩემი ოპონენტები გაიზიარებენ. პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ, პიროვნულად. ასე რომ მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში
aviabiletebi
ავიაბილეთები

აღნიშნული განცხადება ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

იტვირთბა....