aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვინ შევა პარლამენტში და ვინ არ შევა, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელოვნური კრიზისი არის უკვე დაძლეული”, – აღნიშნული განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა.

“ოპოზიცია არის უკვე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და დამატებით ვინ შემოვა, ვინ არ შემოვა, არსებითად აღარაფერს ცვლის… არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის, არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებუყლი, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უკვე წარსულს არის ჩაბარებული…  შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულება დატოვა, პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს და შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

იტვირთბა....