aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფხაკაძე: ფაიზერი ვინც გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ფაიზერით აცრა ადამიანს თავიდან ააცილებს სპერმასთან დაკავშირებით პრობლემას, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია ტოვებს.

ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ გვქონდა საკითხი, თუ გახსოვთ აფეთქდა საქართველოს ინტერნეტი სპერმასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი არის პრობლემები სპერმასთან. ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები არ იყო ჩატარებული. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომ ფაიზერი ვინც გაიკეთა ვაქცინა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ძალიან კარგი ამბავი,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....