aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარლამენტში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ენმ-მ საქმიანობა პარლამენტში უნდა გააგრძელოს.

დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა და თუ ნაციონალურ მოძრაობას  არჩევნებში გამარჯვება სურს, ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარლამენტში. რატომ? – იმიტომ, რომ ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოსაყენებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ რეჟიმს. მესმის, რომ სხვადასხვა მოსაზრებაა, მათ შორის, ჩვენს ამომრჩევლებში; მესმის, რომ არ არის ადვილი ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ახალი რეალობა დადგა შეთანხმების შემდეგ. ამიტომ, თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვვების კამპანიაში მივიღოთ მონაწილეობა და გავიმარჯვოთ, რეფერენდუმზე გავიდეთ, უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი მექანიზმი”, – უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოიძემ.

2021 წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მანამდე, ენმ-მა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარლამენტში და ექნება თუ არა მისი ხელმოწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტს.

იტვირთბა....