aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასტრაზენეკათი აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასტრაზენეკას ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გაბუნიამ აღნიშნა, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.

ასტრაზენეკაზე განსაკუთრებით მაღალი იყო მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან – ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას ყველა შესაძო გართულებისა და რისკის შესახებ”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ასტრაზენეკათი ვაქცინაცია, 8 აპრილის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.

იტვირთბა....