aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევანი ჩემი მეგობარია – კლიმენტი კეკუტია ლევან ვასაძეს ზუგდიდში შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განაცხადის შემდეგ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ზუგდიდში თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვდრაზე დღეს ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტიაც იმყოფებოდა.

როგორც კეკუტიამ ჟურნალისტებს უთხრა, ვასაძესთან მეგობრობა აკავშირებს.

“შემთხვევით ზუგდიდში ვიყავი და რომ გავიგე, მოვედი. პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ – ძალიან ძალიან შორს ვარ. ლევანი ჩემი მეგობარია და როგორ შეიძლება მეგობრები იყვნენ ადამიანები, თუ ერთამენთის აზრს არ იზიარებენ”, – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას საზოგადოება ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებიდან იცნობს. კეკუტიას მისვლას ეპარქიაში დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება ვასაძეს, ბიზნესმენმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

იტვირთბა....