aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე: ოპოზიციამ ერთიანი კამპანია უნდა აწარმოოს – ეს არ ნიშნავს მერობის ერთ კანდიდატს ან ერთიან სიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ერთიანი კამპანია უნდა აწარმოოს.

სამნიძის განმარტებით, აღნიშნული საერთო ოპოზიციურ მერობის კანდიდატს ან ერთიან სიას არ გულისხობს.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს უნდა ვლაპარაკობდეთ დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატსა და ერთიან სიაზე, პირიქით, ეს ის არჩევნებია, სადაც მრავალფეროვნება გადამწყვეტი იქნება. მთავარი საკითხი ამ არჩევნებზე არის რეფერენდუმი, რომელზეც შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით. მთელმა ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს და ერთი კამპანია აწარმოოს – ვინც ხმას ქართულ ოცნებას არ აძლევს, მხარს დაუჭერს რიგგარეშე არჩევნებს. ეს უნდა იყოს ერთიანი კამპანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მერობის ერთ კანდიდატს ან ერთიან სიას. პირიქით, მრავალფეროვანი არჩევანი უნდა იყოს“, – აცხადებს სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

 

იტვირთბა....