aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: დარწმუნებული ვარ, მელიას არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მერის არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს.

ელისაშვილის თქმით, შესაძლოა, ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერც შეჯერდეს.

„დარწმუნებული ვარ, არანაირი შანსი არ ექნება. ყველა მიხვდა, რომ ეს რაღაც ცრუ რევოლუციური ძალისხმევები ამ ქვეყანას არ სჭირდება. არანაირი შანსი არ ექნება, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება, ისეთი პირი უჩანს”, – აცხადებს ელისაშვილი.

დეპუტატის თქმით, მოქალაქეების კანდიდატი, შესაძლოა, თვითონ იყოს.

“ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია სერიოზულად ვფიქრობთ, რომ კანდიდატი გვყავდეს. შესაძლოა, კანდიდატი მე ვიყო, ამაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს და მას რა დასკვნები გამოაქვს. ჩემთვის აქტუალური არ არის. ოპოზიციური ერთიანობა, ეს არის ბლეფი”, – აღნიშნა ელისშვილმა.

 

იტვირთბა....