aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: თბილისში ერთიან კანდიდატზე შეთანხმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თბილისში მერობის ერთ კანდიდატზე უნდა შეჯერდეს.

როგორც ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გამართონ.

“მე ვფიქრობ, რომ ერთიანობის კომპონენტი აუცილებელია არჩევნებზე… მე მიმაჩნია, რომ თბილისში ერთიან კანდიდატზე შეთანხმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უნდა ჩანდეს სინერგია, ერთმანეთის მხარდაჭერა. ყველამ პარტიამ ამ ყველაფერში თავისი ადგილი უნდა იპოვოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....