aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვუერთდებით გახარიას გუნდს და არჩევნებში გავიმარჯვებთ – გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.

“მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობოთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არ გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკაროს მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად”, – განაცხადა ელიჯარაშვილმა.

ივანივილის თქმით, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

“დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობებს, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, ჩემს გორელებს – ვუერთდებით გიორგი გახარიას გუნდს. მივიღებთ ადგილობრი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ერთხმად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....