aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელიას თქმით, პარტია დოკუმენტის ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა.

მელიამ მედიასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლასა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ვეცდებით, რომ ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება საზოგადოება. პირველ რიგში, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ერთსულოვანი, რომ პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას, თუ ცვლის გეგმას – საპარტლამენტო საქმიანობას იწყებს პარალელურად თუ არ იწყებს. დოკუმენტს ხელს აწერს პარტია და ასე შედის პარლამენტში, არ აწერს, მაგრამ შედის გარკვეული დათქმებით. სხვადასხვა კონფიგურაცია არსებობს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პარტიაში არის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, არ უნდა იყოს პარტია წარმოდგენილი პარლამენტში გაყალბებული არჩევნების შემდეგ. სხვა ჩვენი კოლეგები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ იქაც არის ბრძოლა გასაგრძელებელი, რაც პატივსაცემია. არსებობს ანალოგიური პოზიცია ჩვენს პარტიაშიც. მოხდება პოზიციების შეჯერება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ეს გადაწყდება რამდენიმე დღეში. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩავეტიოთ. ამის შემდეგ და პარალელურადაც, გაიამრთება კონსულტაციები – დავსახავთ სტრატეგიას, როგორც გავდივართ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება გუშინ, 10 მაისს გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

იტვირთბა....