aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი: თუ სააკაშვილი ეტყვის ნაცმოძრაობას, რომ შევიდნენ პარლამენტში, შევლენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დირექტივის მიხედვით გადაწყვეტს.

ოხანაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტია სადაც არ უნდა იყოს, მაინც დესტრუქციული დღის წესრიგი ექნება.

“შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დამოკიდებულია სრულად ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ეს არის, იცით ყველამ, მიხეილ სააკაშვილი. რასაც ეტყვის, იმას გააკეთებენ. თუ ეტყვის, რომ შევიდნენ, რა თქმა უნდა, შემოვლენ პარლამენტში. თუმცა, სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი. ეს არის დესტრუქცია და რადიკალიზაცია. რადიკალიზაციის მცდელობის სურვილი ჰქონდათ მათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც ევროკავშირმა არ მისცა – აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის გეგმავდა მელიას მოშორებით. დაველოდოთ, თუ ისინი ჩაერთვებიან ამ პროცესში, ეს მათი არჩევანია, თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დესტრუქციული სცენარიდან და იდეებიდან გადავლენ პოზიტიურ დღის წესრიგზე”, – უთხრა იმედს ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 10 მაისს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. ახლა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

იტვირთბა....