aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ჰამასის სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. სააგენტო ალ ქუდსის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირების შესახებ.

ისრაელი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს, აცხადებს, რომ მსხვერპლი თავად პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტას მოჰყვა.

დაბომბვამდე, ისრაელის მედია ჰამასის მიერ იერუსალიმისა და ბეით შემეშის მიმართულებით შვიდი რაკეტის გასროლის შესახებ იტყობინებოდა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პალესტინური დაჯგუფება – ისლამური ჯიჰადი ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სარაკეტო იერიშებს განაახლებს.

იტვირთბა....