aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: მელია სახალხო ლიდერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სახალხო ლიდერია.

როგორც სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, მელია, რომელმაც რამდენიმე საათის წინ საპატიმრო დატოვა, ოპოზიციური სპექტრის საერთო ამოცანის შესრულებაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

“ნიკა მელია არის, ჩემი აზრით, ძალიან ნიჭიერი პოლიტიკური ლიდერი. მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური სახე. მას აქვს განსაკუთრებული თვისებები, რაც არ აქვს ბევრ ადამიანს. ვიტყოდი, რომ არის სახალხო ლიდერი. მას აქვს უკუკავშირი ხალხთან და ეს, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პოლიტიკური კაპიტალი. მე არ ვიცი, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ოპოზიციური სპექტრი – ვინ გადაწყვეტს საკუთარი კანდიდატის დასახელებას, ნიკა აპირებს თუ არა, რომ იყოს კენჭი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ნიკა მელიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 10 მაისს გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

იტვირთბა....