ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: 20 ივნისი ცხელი უთოა – ვინც ხელს დაადებს, დაიწვება

“20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე – ცხელი უთოა. ვინც ამ ცხელ უთოზე ხელს დაადებს, დაიწვება”, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მელიამ ტვ პირველს უთხრა, ის ამნისტიის აქტის წინააღმდეგია.

“პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან მიმართებაში პრობლემა არავის ექნებოდა. ის სივერაგე, მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს – ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს და სინამდვილეში მეორე დაახვედრეს, აქ ჩანს ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება… მე წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. ამაზე არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი – გამორიცხულია. გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე. ხომ არ დაავიწყდათ, რის გამო ვყავდი ციხეში, პარლამენტის შენობიდან გამომაგდეს გარეთ, თამარ ბაღაშვილს გამოვესარჩლე, როგორც დეპუტატი და ასე აღმოვჩნდი სცენაზე რუსთაველის გამზირზე, მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი პერსონალური თანხმობა სადაც საჭიროა, ახლავე ვეუბნები, რომ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ძალიან აკურატულად კოხტად დაახვიოს გრაგნილად და თაროზე შემოდოს. ეს არის წარმოუდგენელი. ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, თუ იოტისოდენა შანსი არის, რომ მეტასტაზირების ეს პროცესი შევაჩეროთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე საათის წინ გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინით დაეხმარება

გოლეთიანი: მცდელობა მიდის, რომ მედიაციის პროცესი ჩაშალონ

კობახიძე პრაიდზე: სრული კონტექსტის გათვალისწინებით, უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე

(ვიდეო) კობახიძე: პოლიტიკაში ივანიშვილი პელეა

ვარშავაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

კობახიძე: 20 ივნისის ღამე წყლის ჭავლის არგამოყენება იყო უხეში შეცდომა